• კვირის შეჯამება

    16 mai 2006, 20h45m par mother_gong

    1 Renaissance 150
    2 Mortician 141
    3 Ihsahn 121
    4 Fairport Convention 110
    5 Accept 108
    6 Spyro Gyra 72
    7 Trader Horne 67
    8 Crematory 53
    9 Arcturus 38
    10 Íî÷íûå Ñíàéïåðû

    ოჰო! გამაოგნა საკუთარმა ეკლექტიზმმა. პირველ ხუთეულზე ვიტყვი 1-2 სიტყვას. რენესანსი ამ მომენტისთვის ალბათ ჩემი ყველაზე საყვარელი ქალვოკალისტკიანი ბენდია. მოკლედ ამ ჯგუფის პირველი სასტავი წამოვიდა იარდბერდსიდან, მაგრამ მათ დიდი არაფერი უქნიათ, სანამ არ მოვიდა ცხრაოქტავიანი ვოკალისტი ქალბატონი Annie Haslam. ენისთან ერთად ჩაწერილი ალბომები კი მართლაც სიმფონიური პროგის შედევრებია, რად ღირს მარტო ტრილოგია [album]Ashes Are Burning[/album], Turn of the Cards და Scheherazade and Other Stories. ალბომების პირველი კომპოზიციები მაოგნებენ პომპეზურობით და საოცარი მელოდიზმით. მასთერპისის მეტი ეპითეტი არ მომდის თავში! თუმცა არც მიყვარს ეპითეტებით გაჭედილი ფსევდო-რეცენზიები, როგორადაც სუბიექტური მხრიდან ეს ჩემი ნაჯღაბნიც გამოჩნდეს. რამდენიმე თვიანი მივიწყების შემდეგ ეს ჯგუფი ისევ ლიდერობს ჩემს ლისტში, ძალიანაც კარგი. …